შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ცემა არ იყო, მაგრამ ადგილი ქონდა ძიძგილაობას"- სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარე

სამართალი
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 ნოემბერი 2018

"ცემა არ იყო, მაგრამ ადგილი ქონდა ძიძგილაობას"- აცხადებს სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია.  დეპუტატი საკრებულოში მოქალაქესა და დეპუტატს შორის დაპირისპირებას ადასტურებს, თუმცა განმარტავს, რომ უშუალოდ ცემა არ მომხდარა. მისი თქმით, დაპირისპირება როგორც სოფელში განუხორციელებულ  პროექტებს, ასევე პირადულ საქმეს უკავშირდება.

„ეს ქალბატონი იყო ჩემთან მოსული, ვისაუბრეთ და შემდეგ თქვა, რომ ბადრი შენგელიასაც გაესაუბრებოდა. საუბარი კამათში გადაიზარდა.  ძიძგილაობას ქონდა ადგილი, მე ვაშველებდი მათ და როგორ მივცემდი ცემის უფლებას. ვუთხარი კიდეც ბატონ ბადრის, რომ მის წინ  ქალბატონი იდგა, როგორიც არ უნდა ყოფილიყო ის. ეს ადამიანები ერთ სოფელში ცხოვრობენ და  ერთმანეთთან ახლოს არიან, წლებია, რაღაც ოჯახური კონფლიქტი აქვთ, დაპირისპირების დროს მე ვიყავი გამყოფი ზოლი მათ შორის და ვცდილობდი მდგომარეობის განმუხტვას“, -განაცხადა ნუგზარ ჯამბურიამ.

მისი თქმით, საქმესთან დაკავშირებით დაბარებულია საგამოძიებო უწყებაში. ამ დრომდე დაკითხული არ არის თავად ბადრი შენგელია.

შეგახსენებთ, მოქალაქის ცემის ფაქტზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია