შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რუსთავი 2 დაცვის თანამშრომლებმა დატოვეს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 ივლისი 2019

რუსთავი 2 დაცვის თანამშრომლებმა დატოვეს. თანამშრომლების წასვლის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს ტელევიზიიდან ორმა დამოუკიდებელმა წყარომ მიაწოდა.

როგორც წყარო ამბობს, ქიბარ ხალვაშმა არხზე დაცვის ახალი თანამშრომლები მიიყვანა, რომლებიც ძველის საქმიანობის შესრულება დაიწყეს. მისივე თქმით, ყველა მოქმედი თანამშრომელი შვებულებაში გავიდა და სამსახურში აღარ დაბრუნდება.

დატოვა თუ არა ტელევიზია დაცვის თანამშრომელმა, გიორგი სულაშვილმა, რომელმაც თვალი 20 ივნისის ღამეს დაკარგა, უცნობია. წყარო მის შესახებ ინფორმაციას ვერ ადასტურებს, სულაშვილი კი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

არხიდან თანამშრომლების წასვლას წინ უსწრებდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც 18 ივლისს გახდა ცნობილი. ამ გადაწყვეტილებით, რუსთავი 2-ის საქმეზე საქართველოს დარღვევა არ დაუდგინდა. ამავე დღეს არხის წილები გადაიფორმა ქიბარ ხალვაშმა და თანამდებობიდან გაათავისუფლა ნიკა გვარამია.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია