„გამარჯვებული საქართველოს“ წევრი ანა რეხვიაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს მიმართავს:
„ამ წამებში ივანიშვილის სასამართლომ პოლიტიკური მოძრაობა ,, გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა.
თუ კი ამ წუთამდე ვინმეს ჯერ კიდევ ქონდა რაიმე ტიპის ილუზია , თანამედროვე ქართულ სასამართლოში თუნდაც სიმბოლურ სამართლიანობას მიაღწევდა, მინდა ომედები საბოლოოდ გაგიცრუვოთ ბატონებო!
ახლა საქართველოს პარლმენტის თავმჯდომარეს მინდა მივმართო, რომელიც დღეს მთელი დღის მანძილზე კომენტირებდა ირაკლი ოქრუაშვილის მოსალოდნელ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით.
გილოცავ არჩილ,
შეგიძლია უპატაკო ბიძინა ივანიშვილს და მან მოსკოვს, რომ საქართველოში საბჭოთა ბოლშევიკური სასამართლო და დიქტატურა საბოლოოდ გაფორმდა.
ნუთუ ამ ტიპის საქართველოზე ვმსჯელობდით და ვირჯებოდით მე და შენ ?!
გახსოვდეს, რომ წარსულში არ დავაბრუნებთ ქვეყანას.
მძიმე იქნება ჩვენი ბრძოლა, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებთ.
ეს საქართველოს ღირსებისა და მომავლისათვის ბრძოლაა.
ჩვენ აუცილებლად გავხდებით გამრჯვებული საქართველოს თაობა!“
"ახალი თაობა"