სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხის ორ სოფელში მოსახლეობის მიერ შერჩეული პრიორიტეტები შეიცვალა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 ივლისი 2019
სოფელ ზიკილიაში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობამ პრიორიტეტად სანიაღვრე არხის მოწყობა შეარჩია, მიქელწმინდაში კი სასმელი წყალი უნდოდათ. ორივე სოფელში პრიორიტეტები მუნიციპალიტეტის მერიამ შეცვალა, ამ ცვლილბებს დღეს, 26 ივლისს საკრებულოს დეპუტატებიც დაეთანხმდნენ.ზიკილიაში სანიაღვრე არხის ნაცვლად, პროექტისთვის გამოყოფილი თანხა საყრდენი კედლისა და გარე განათების მოწყობისთვის დაიხარჯება: „უნდა გაკეთებულიყო სანიაღვრე არხი, როცა საპროექტო დოკუმენტაციის შესადგენად კომპანია მივიდა ადგილზე და აიღო ზომები, განსაზღვრა დონეები, მაგრამ აღმოჩნდა, რომ წყალი ვერ გადავა იქ, სადაც უნდა გადასულიყო. შესაბამისად, იცვლება პრიორიტეტი და საყრდენი კედელი და გარე განათება მოეწყობა“, - განმარტა სხდომაზე ახალციხის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა შოთა მერაბიშვილმა. იგივე სიტუაციაა სოფელ მიქელწმინდასთან დაკავშირებით. აქ მოსახლეობას სასმელი წყალი არ აქვს და მისი გაკეთება უნდოდა, თუმცა მის ნაცვლად სოფელში სასაფლაოს ღაობის რეაბილიტაცია მოხდება.„მიქელწმინდაში , საიდანაც წყალი უნდა გამოგვეყვანა, ის ადგილი ზღვის დონიდან უფრო დაბლა მდებარეობდა, ვიდრე თავად სოფელი. ამიტომ პროექტი ვეღარ განხორციელდება“, - განმარტა შოტა მერაბიშვილმა.კითხვაზე, რა გზით უნდა მიიღოს სოფელმა სასმელი წყალი, საკრებულოს თავმჯდომარემ, გელა ნოზაძემ უპასუხა, რომ ამაზე მუშაობა მიმდინარეობს: „ასევე სოფელი წყრუთია ამ მხრივ მძიმე მდგომარეობაში და ვეძებთა ალტერნატივას, რომ გამოვიყვანოთ წყალი“.ინფრასტრუქტურის სამსახურის ინფორმაციით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ახალციხის მუნიციპალიტეტში სულ 45 სოფლის 53 პროექტია დაგეგმილი. ამ ეტაპზე, მათგან დასრულებულია 13 პროექტი, 10-ზე სამუშაოები მიმდინარეობს, 23 პაროექტი მზად არის და მშენებლებთან ხელშეკრულებაა გასაფორმებელი, ხოლო შვიდი პროექტის მომზადება მიმდინარეობს - „წელს, სექტემბრის ბოლოს ყველა პროექტი დასრულდება“.მერაბიშვილის განმარტებით, „სპოფლის მხარდაჭერის პროექტის“ ფარგლებში, დასახლებებისთვის მთავრობიდან გამოყოფილი იყო: 10 000, 12 000, 16 000, 20 000 ლარის ოდენობით. ადგილობრივ თვითმმართველობას შეეძლო თითოეული სოფლისთვის თანხის დამატება, მაქსიმუმ გამოყოფილი თანხის 100%-ის ოდენობით. გთავაზობთ, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, ახალციხის სოფელში დაგეგმილი პროექტებისა და მათი ღირებულებების ჩამონათვალს:[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია