სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ფოკაში 33 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულს 8 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 ივლისი 2019
„სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 3 დეკემბერს, დღის საათებში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში გ.მ.-მ შურისძიების მოტივით, მოკვლის მიზნით, პისტოლეტის გამოყენებით, რომელსაც ატარებდა მართლსაწინააღმდეგოდ, ხ.ტ.-ს გულმკერდისა და სახის არეში მიაყენა ცეცხლნასროლი ჭრილობები, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.ახალციხის რაიონულმა სასამართლომ გ.მ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – აცხადებენ პროკურატურაში.ნინოწმინდაში, სოფელ ფოკაში, 33 წლის კაცი 2018 წლის სამ დეკემბერს მოკლეს, მკვლელობაში ბრალდებული მისი თანაკლასელია.მომხდარის შემდეგ თანასოფლელებმა ბრალდებულის ორი სახლი და ოთხი მანქანა დაწვეს.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია