შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურჯაანში 22 წლამდე ახალგაზრდამ თავი ჩამოიხრჩო

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 ივლისი 2019

გურჯაანში, კურორტ ,,ახტალას ტერიტორიაზე” 22 წლამდე ახალგაზრდამ თავი ჩამოიხჩო. ადგილობრივების თქმით, ხეზე ჩამომხრჩვალი ახალგაზრდას ცხედარი გამვლელმა იპოვა.

knews.ge-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალგაზრდა გ.მ სოფელ ახაშნის მკვიდრია. სუიციდის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ.

ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. უწყების ინფორმაციით აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რომელიც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია