მთავრობამ ქვეყნის იმუნიტეტი დაასუსტა და ახლა ეკონომიკურ კრიზისს და ლარის დევალვაციას "გარე ფაქტორებს" აბრალებენ - აცხადებს საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი ფადი ასლი.
,,თუ ქვეყანაში აცივდება, ხოლო მე გათბობას გამოვრთავ, ვივლი მხოლოდ საცვლებით და ავიკიდებ პნევმონიას, ეს სიცივეს კი არ უნდა დავაბრალო, არამედ ჩემივე სისულელეს.
იგივეა ჩვენს მთავრობაზეც, რომელმაც საქართველოს იმუნიტეტი დაასუსტა არაადეკვატური ეკონომიკური რეგულაციებით, დაგვტოვეს უცხოელი ინვესტორების გარეშე და ეხლა ეკონომიკურ კრიზისს და ლარის დევალვაციას "გარე ფაქტორებს" აბრალებენ",- წერს ფადი ასლი ,,ფეისბუკის" გვერდზე.