შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რა ბრძანებები გამოაკრეს სასწრაფო დახმარების ცენტრებში და რას აპროტესტებენ თანამშრომლები

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 01 აგვისტო 2019

სასწრაფო დახმარების ექიმებს, ექთნებს და სხვა თანამშრომლებს სამსახურის გარეშე დარჩენა ემუქრებათ. ჯანდაცვის ახალი მინისტრის დანიშვნის შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით მედპერსონალს ხელი მოაწერინეს გაფრთხილებაზე, რომ შესაძლოა, ისინი გაათავისუფლონ.

25 ივლისით დათარიღებულ ბრძანებას, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ გამოსცა, ხელს პარლამენტის თავმჯდომარის ძმა, ავთანდილ თალაკვაძე აწერს. ცნობილია, რომ მოსალოდნელი გათავისუფლებების შესახებ ბრძანება რეგიონების სასწრაფო დახმარების ყველა ცენტრშია გამოკრული.

წმენდა სასწრაფო დახმარების სამსახურში ახალი მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძისდანიშვნის შემდეგ დაანონსდა. თანამშრომელთა დიდი ნაწილი პანიკაშია და გათავისუფლებას ელოდება.

„სხვებმა რომ მოაწერეს, მეც მოვაწერო ხელი. იქ ეწერა, რომ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით შესაძლოა, კადრების შემცირება მოხდეს. პირიქით, მანქანების დამატებაც არის საჭირო და ექიმებიც, ძალიან ბევრი შემთხვევა, რომ ჩვენ გვლანძღავენ, რომ სად იყავით აქამდე,“ - ამბობს სასწრაფო დახმარების თანამშრომელი „კურიერთან“.

გადაუდებელი დახმარების ცენტრებში ახლა გაურკვევლობაა. დაგროვილ კითხვებთან დაკავშირებით მათ პასუხები არ აქვთ.

„ხელი მოვაწერე, არ წამიკითხავს, რომ გითხრათ სიმართლე. რეორგანიზაციას აპირებენ,“ - ამბობს გადაუდებელი დახმარების კიდევ ერთი თანამშრომელი 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია