შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მთავარი თემა ქალი-ლანჩხუთში თამარ ჟორდანიას გამოფენა მოეწყო

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 31 ივლისი 2019

დღეს ლანჩხუთის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების ფოიეში მოეწყო თვითნასწავლი მხატვრის, თამარ ჟორდანიას პერსონალური გამოფენა.
თამარის ნახატების მთავარი თემა ქალია. მის ნამუშევრებში ქალები ტირიან, იხსნიან ნიღბებს, იღებენ ემბრიონის პოზას, უემოციოდ უკრავენ ვიოლინოზე, გაუხეშებული სხეულის მიღმა ინახავენ სათუთ სულს. 
აქ ნახავთ ქალს ცეცხლისერი თმით, ქალს ჩადრით, ხელისგულებზე სახედაყრდნობილ ქალს... და ყველა ქალს აქვს თავისი ადგილი, თავისი სახე, თავისი როლი ამ ძალიან არეულ და ხშირად შავ-თეთრ ცხოვრებაში.
"ქალი ყველაფერშია, ყველგანაა და რაც მთავარია, ქალი ყველაფერს ამბობს. ამაზე კარგი რა უნდა დავხატო. ეს მთელი ცხოვრებაა - საინტერესო, მრავალფეროვანი და ამოუწურავი" - გვითხრა თამარმა.

ოფიციალური ინფორმაცია

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია