სამცხე-ჯავახეთი
აწყურთან სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა შსს–ს მომსახურების სააგენტოს ახალციხის სერვისცენტრის მანქანა, რომელშიც ამავე უწყების ორი თანამშრომელი იჯდა. მათ შორის ერთ–ერთი გარდაიცვალა.
სამართალი
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
10 ნოემბერი 2018
თბილისიდან ახალციხის მიმართულებით მიმავალ „შკოდას“ მარკის ავტომობილს შსს–ს მომსახურების სააგენტოს ახალციხის სერვისცენტრის თანამშრომელი გ. ტ. მართავდა. იგი ავარიის შედეგად მძიმედ დაშავდა, მის გვერდით მჯდომი თანამშრომელი მ.თ. კი ადგილზე გარდაიცვალა. მძღოლი სასწრაფო სამედიცინო დამხარების ჯგუფმა ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. საავადმყოფოში დაშავებულის მდგომარეობაზე ამ დრომდე არ საუბრობენ. სამგზავრო მიკროავტობუსში კი, რომელსაც „შკოდას“ მარკის მანქანა შეეჯახა ცხრა ადამიანი დაშავდა. მათ შორის ერთი ცხრა წლის ბავშვია. ამ წუთებში ბავშვი და კიდევ ერთი დაშავებული კატასტროფის ცენტრს თბილისში გადაჰყავს. პირველად გავრცელებული ინფორმაციით დაშავებული რვა მგზავრი იყო, თუმცა მოგვიანებით, თვითდინებით კლინიკებს კიდევ ორმა ადამიანმა მიმართა.ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, 10 ნოემბერს, სოფელ აწყურთან მოხდა. ახალციხიდან თბილისი მიმართულებით მიმავალი მიკროავტობუსი, რომელსაც მგზავრები ახალქალაქიდან რუსეთში მიჰყავდა, „შკოდას“ მარკის მანქანას მოსახვევში შეეჯახა. თვითმხილველები ამბობენ, რომ მანქანები გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდნენ. მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მეხუთე ნაწილით იძიებს, რაც ავტოსაგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამინის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.[თამუნა უჩიძე, ახალციხე]