შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქვათახევთან 10 ჰა ფართობზე ტყის ქვედა ფენა დაიწვა

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 12 ნოემბერი 2018
ქვათახევის მონასტერთან დაახლოებით 10 ჰა ფართობზე ტყის ქვედა საფარი დაიწვა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. პრეს-სამსახურის ცნობით,  ტყეში გაჩენილი ხანძარი ჩამქრალია. ცეცხლი გუშინ გაჩნდა, ხოლო რთული რელიეფის გამო, მეხანძრეებმა გვიან საღამომდე მოახერხეს ხანძრის ლიკვიდაცია. ქვათახევთან გაჩენილ ხანძრას 30-მდე მეხანძრე აქრობდა.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია