შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თემურ ნადარაია: გალის თავისუფალი ეკონომიკური ზონა წარმატებულია

ახალი ამბები
წყარო:  Live Press / http://www.livepress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 12 ნოემბერი 2018
გალის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ თემურ ნადარაიას განცხადებით, გალის თავისუფალი ეკონომიკური ზონის მშენებლობა წარმატებულად მიმდინარეობს. უთხრა მან „ნუჟნაია გაზეტას".

„ჩვენ დიდ იმედებს ვამყარებთ ეკონომიკურ ზონაზე, სადაც ნებისმიერი წარმოება გათავისუფლებულია მოგების, ქონების და საბაჟო გადასახადისგან 49 წლის განმავლობაში. მიწის გადასახადი უკვე გვაქვს ბიუჯეტში, რაც ძალიან გვახარებს. ჩვენ ბევრი გავაკეთეთ იმისათვის, რომ მეწარმეები მოსულიყვნენ ჩვენს რაიონში. მოიხსნა უსაფრთხოების პრობლემები. მილიციის უფროსის ანგარიშით, ბოლო 4 თვის განმავლობაში, საგზაო შემთხვევების გარდა, სერიოზული დანაშაული არ დაფიქსირებულა“, - განაცხადა თემურ ნადარაიამ.

მისივე თქმით, გალის ადმინისტრაცია მუშაობს ახალი ტურისტული მარშუტების შექმნაზე.

„გვინდა ახალი ტურისტული მარშუტების შექმნა. წელს გალის წყალსაცავი ტურისტულ მარშუტს დაემატა. გამოვყავით ადგილი ეთნოსოფლის მშენებლობისთვის. გვინდა გამოვცეთ ბუკლეტები, სადაც იქნება ინფორმაცია, თუ რითია მდიდარი ჩვენი რაიონი. მაგალითად, სოფელ ფიჩორში გვაქვს ტორფის საბადო, ენგურის მარჯვენა სანაპიროზე კი არის ინერტული მასალა“, - თქვა ნადარაიამ.

გალის თავისუფალი ეკონომიკური ზონა 2016 შეიქმნა.

თემურ ნადარაიას განცხადებით, თავისუფალი ეკონომიკური ზონა ოჩამჩირეშიც შეიქმნება.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია