შიდა ქართლი
კირბალის მოსახლეობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასულ საქონელს უკან ვეღარ იბრუნებს
ახალი ამბები
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
06 აგვისტო 2019
სოფელ კირბალში მცხოვრები 5 ოჯახი ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასულ 8
სულ საქონელს უკან ვეღარ იბრუნებს.
როგორც qartli.ge-ს სოფლის რწმუნებულმა დავით ცერცვაძემ განუცხადა,
საოკუპაციო რეჟმი ირწმუნება, რომ პირუტყვი მათ მიერ კონტროლირებად
ტერიტორიაზე არ არის.
„28 ივნისს გადავიდა მთელი ნახირი ოკუპირებულ ტერიტორიაზე და მწყემსმა
ვეღარ შეძლო მობრუნება. რომ გადასულიყო, დაიჭერდნენ.
სულ 25 ძროხა გადავიდა, აქედან 17 გადმოვიდა უკან თავისით, 8 კი არა.
5 ოჯახია დაზარალებული,“-გვეუბნება ცერცვაძე.
მისივე თქმით, მომხდარი ფაქტის შესახებ მერიაც ჩააყენეს საქმის კურსში
და ძალოვანი უწყებაც, თუმცა, შედეგი ამ დრომდე არ დამდგარა.