შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საპენსიო სააგენტოს დირექტორმა 11 თვეში ხელფასის სახით 157 ათასზე მეტი მიიღო

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 აგვისტო 2019

საპენსიო სააგენტოს დირექტორმა, ლევან სურგულაძემ 11 თვეში ანაზღაურების სახით 157 500 ლარი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-მ უწყებიდან საჯარო ინფორმაციის სახით მიიღო.

პირველად მას ანაზღაურება ნოემბერში დაერიცხა. დარიცხული თანხა 37 500 ლარი იყო. სააგენტო განმარტავს, რომ თანხა 2,5 თვის ხელფასია.

საპენსიო სააგენტომ 11-თვიანი მუშაობის განმავლობაში 2 120 387 ლარი დახარჯა. უწყებიდან მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ სააგენტომ თეთრების სიზუსტით აითვისა ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსება და დასახარჯი თანხა არ დარჩენია.

დახარჯული თანხის ნახევარზე მეტი, 1 306 731 ლარი დასაქმებული ადამიანების ანაზღაურება იყო. გაწეული ხარჯების ხუთეულში მოხვდა "ძირითადი აქტივების შეძენა" (335 366 ლარი), ოფისის იჯარა (108 970 ლარი) და რეკლამის ხარჯი (105 366 ლარი).

წყარო: "ონ.ჯი"

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია