გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ხელისუფლება აფექტშია და თვითდაზიანებებს იყენებს- ხუხაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 აგვისტო 2019

 „ხელისუფლება არის გარკვეულ აფექტში", - ამის შესახებ განცხადებას ექსპერტ გია ხუხაშვილი აკეთებს, რითაც „ტვ პირველის" დამფუძნებლის ვახტანგ წერეთლის პროკურატურაში დაბარებას ეხმაურება.

„მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლება არის გარკვეულ აფექტში. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ხელისუფლებას ბოლომდე ვერაფერი ვერ მიყავს მე ვფიქრობ, რომ ეს კუნთების თამაში კუნთების თამაშად დარჩება და საბოლოო ჯამში ისევ მორიგ თვითდაზიანებას მიაყენებს" - აცხადებს „პრაიმტაიმთან" გია ხუხაშვილი.

მისი თქმით, ვატო „თი ბი სი"-ს გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით დაიბარეს და ეს აქამდეც უნდა მომხდარიყო და უნდა დაებარათ წერეთელი გამოკითხვაზე.

„ვატო წერეთელი „თიბისის" გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით დაიბარეს და ვნახოთ, პრინციპში აქამდეც უნდა გამოეკითხათ ჩემი აზრით. ამ საქმეზე აქამდეც უნდა გამოკითხულიყო, რადგან ესეთი ამბებია და საქმე ეხება კრედიტის აღებას. ამ გამოკითხვაში შორს გეგმებს არ დავინახავდი მე პირადად და იმედია ეს მხოლოდ გამოკითხვაა და მეტი არაფერი", - განაცხადა ხუხაშვილმა.

 

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია