შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘სხვისი ცოლი და ქმარი საწოლქვეშ’- პრემიერა მესხეთის თეატრში

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 აგვისტო 2019
პრემიერა მესხეთის თეატრში 9 და 10 აგვისტოს 19:00 საათზე დაიწყება. სპექტაკლი ფიოდორ დოსტოევსიკის პიესის მიხედვით, მესხეთის თეატრის სცენაზე რეჟისორმა სოსო ნემსაძემ დადგა. „სხვისი ცოლი და ქმარი საწოლქვეშ“ სატირულ-იუმორისტული ნაწარმოებია, იგი ამბავს ეჭვიანობის მსხვერპლზე ჰყვება. პიესაში გადმოცემულია ერთ-ერთი გმირის ივან ანდრეევიჩის თავგადასავალი, თუ რა შეიძლება გააკეთებინოს ეჭვიანობამ ადამიანს, სად შეიძლება აღმოჩნდეს, თუ რისხვამ დააბრმავა და რაციონალური განსჯის უნარი დააკარგვინა.სპექტაკლზე დასწრების ღირებულება ხუთი ლარია.[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია