შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ომის ფოტოისტორია - ზაზა და თამაზ გოგიშვილები ზემო ხვითიდან

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 08 აგვისტო 2019
ბატალიონი ,,ვოსტოკი" ცხინვალიდან ზემო ნიქოზის მიმართულებით დაიძრა. ეს ომის დაწყებიდან მესამე დღეს მოხდა. ნიქოზის შემდეგ, ტანკები ზემო და ქვემო ხვითს მიუახლოვდნენ. მიწის ნაკვეთები და ყანები გადაიარეს. სოფლის შესასვლელში თამაზ და ზაზა გოგიშვილებს წააწყდნენ. გოგიშვილები მშობლიურ სოფელში იმყოფებოდნენ, ხოლო იქ დარჩენილი მოსახლეობისთვის საკვები და წყალი მიჰქონდათ. ქართველი ტყვეების ამსახველი ფოტომასალა რუსმა ჟურნალისტმა არკადიბაბჩენკომ გადაიღო. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან ზაზა გოგიშვილი 11 წლის წინანდელ ვითარებას იხსენებს. ,,ფოტო აქედან დაახლოებით ორ კილომეტრშია გადაღებული. არხის ხიდზე გაგვიყვანეს და შემდეგ ზემოთ წაგვიყვანეს. მინდორზე ვყავდით, არხის პირას. ფოტოზე არიან რუსი და ჩეჩენი ჯარისკაცები, ოსები არ იყვნენ. ჩეჩნები, რუსები და კაზაკები იყვნენ. ფოტოზეც ჩანს, ჩემს ბიძაშვილს არხის წყალს ასმევდნენ. არხში ჩავიდოდნენ, ბოთლით ამოიღებდნენ ლაფიან წყალს და ის მოჰქონდათ. სოფელში ვიმყოფებოდი 8, 10, 11 აგვისტო, დავდიოდით, ვუვლიდით მოხუცებულებს. ხან პური შემოგვქონდა, სოფელში დარჩენილებს ვაჭმევდით. ამიყვანეს 11 აგვისტოს, ასე 11 საათზე დილით, აქვე დამაბინავეს ბინაში. ცოტა ხნის მერე ხელები და ფეხები შეგვიკრეს და ხტუნაობით გამოგვიყვანეს. შემდეგ ტანკებზე შეგვყარეს და მინდორში გაგვიყვანეს.“ იხსენებს
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია