კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პარტია, რომელიც ერთ მანდატს მოიპოვებს პარლამენტში, დაფინანსებას მიიღებს არჩევნებში მოპოვებული ხმების შესაბამისად

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 აგვისტო 2019

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, პარტიების დაფინანსება ახალი წესით მოხდება. პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განმარტეით, საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმასთან დაკავშირებული ცვლილებათა პროექტის მიხედვით, შეიცვლება პარტიების დაფინანსების სისტემა.

,,პარტიების დაფინანსება მოხდება უფრო სამართლიანი და ობიექტური მოდელით, სადაც პარტია, რომელიც თუნდაც ერთ მანდატს მოიპოვებს პარლამენტში, დაფინანსებას მიიღებს არჩევნებში მოპოვებული ხმების შესაბამისად, ახალი, გამჭვირვალე და მარტივად გასაგები ფორმულით. მცირე პარტიები მიიღებენ შედარებით მეტ დაფინანსებას.

პარლამენტში შესული პარტია, რომელსაც არჩევნებზე წარდგენილ პარტიულ სიაში ყოველ სამეულში ერთი კანდიდატი განსხვავებული სქესის ეყოლება, კვლავაც მიიღებს 30% -იან დანამატს, რაც საერთო დაფინანსებაში ძალიან სოლიდურ ბონუსს წარმოადგენს”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია