ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ კიდევ ერთი ექსკავატორ-დამტვირთველი შეიძინა
JCB-ის 4 CX Eco მარკის, ბრიტანული წარმოების ტექნიკის შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 213 838 ლარი გაიხარჯა.
ექსკავატორ-დამტვირთველი სარგებლობაში ა.(ა)ი.პ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრს გადაეცემა.
„ვაგრძელებთ ავტოპარკის განახლებაზე ზრუნვას იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, დიდთოვლობას თუ სტიქიურ მოვლენებს მომზადებული შეხვდეს. შევიძინეთ ახალი მრავალფუნქციური ტრაქტორი, რომელსაც საჭიროებისამებრ გამოვიყენებთ,“- აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ.