შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ალენ დელონის გარდაცვალების შესახებ უცხოურ მედიაში გავრცელებული ცნობა არ დადასტურდა

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 აგვისტო 2019
უცხოური მედიასაშუალებებით გავრცელებული ცნობა, რომ ცნობილი ფრანგი მსახიობი, ალენ დელონი გარდაიცვალა, არ დადასტურდა. ამის შესახებ ერთ-ერთმა პირველმა საკუთარი ინფორმაცია weeklyobserver-მა უარყო. მოგვიანებით, მას სხვა მედიაც შეუერთდა. არასასურველი ცნობის გავრცელება იმან გამოიწვია, რომ დიდი მსახიობი ბოლო პერიოდში ძალიან მძიმედაა და გულის უკმარისობისა და ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოშია. 

ალენ დელონის ქალიშვილი მჭიდროდ თანამშრომლობს მასმედიასთან და მოგვიანებით, სწორედ მან დაადასტურა, რომ მსახიობი ცოცხალია და თავადვე გამოაქვეყნა მამის ბოლო ფოტო.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია