შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოზურგეთში შუახნის ქალს, რომელიც სანაგვე ურნაში ბოთლებს ეძებდა, მანქანა დაეჯახა

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 აგვისტო 2019

რამდენიმე წუთის წინ ავარია მოხდა ოზურგეთში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე. 

ჩვენთვის ადგილიდან მოწოდებული ინფორმაციით, 58 წლის ქალს თ.მ-ს, რომელიც სოციალურად მძიმე მდგომარეობაშია და საჭმელსა და ბოთლებს ხშირად სანაგვე ურნაში ეძებს, მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. 

ამ წუთებში ადგილზე იმყოფება პოლიცია. ქალბატონის მდგომარეობა მძიმეა. ის ამ წუთებში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ "მედალფას" კლინიკაში გადაიყვანა. 

"ეს ქალი სანაგვე ურნასთან იდგა. ძალიან უჭირს. ხან საჭმელს ეძებს ურნაში, ხანაც ბოთლებს რომ გაყიდოს და პურის ფული მაინც იშოვოს. მსუბუქი მანქანა გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა. ისე დაარტყა ქალს , ააგდო ზემოთ. მძიმედაა მდგომარეობა. სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა. სახე სულ დასისხლიანებული ქონდა,მანქანა სწრაფად მოდიოდა,აქ ეს ბუგორები(სიჩქარის შემზღუდველი ბარიერი) გაპრტყელებულია უკვე და მანქანები აღარ ანელებენ სიჩქარეს,აქვეა  სკოლაც და მოვკვდით უკვე ნერვიულობით,ბავშვებსაც ვერ ვუშვებთ გარეთ უკვე.-გვიყვება თვითმხილველი.

ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში აცხადებენ, რომ ქალბატონს ნეკნებისა და ლავიწის ძვლის მოტეხილობები აღენიშნება. ამ ეტაპისთვის პაციენტის  სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

წყარო: "გურიის მოამბე

ფოტო შემთხვევის ადგილიდან

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია