შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

როდის დასრულდება ბაზრის მშენებლობა გურჯაანში

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 აგვისტო 2019
გურჯანაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაზრის მშენებლობა დაახლოებით 2 თვის წინ დაიწყეს. სამუშაოები, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს დასრულდება. ამის შესახებ speqtri.ge-ს ბაზრის დირექტორმა ლამარა აკოფაშვილმა გაუცხადა.

-"ამჟამად მიწისქვეშა სამუშაოები მიმდინარეობს, საძირკველს ასხამენ. სადაც წერტები უნდა მოეწყოს, იქ უკვე მშენებლობა დაიწყო. სამუშაო ძალიან ბევრია. თუ ხელისშემშლელი პირობებები არ იქნება, სექტემბრის ბოლოს უკვე მორჩება მშენებლობა. მოვაჭრეებისთვის ფასი, სავარაუდოდ, იგივე იქნება, ეს ხომ იმიტომ არ კეთდება, რომ მეპატრონემ რაიმე მოგება ნახოს, მშენებლობა აუცილებლობას წარმოადგენდა, რადგანაც სტანდარტებს არ შეესაბამებოდა და ცუდი პირობები იყო"- აღნიშნა აკოფაშვილმა.

ცნობისთვის, გურჯაანში ბაზრის დემონტაჟი ივნისში დაიწყო. მანამდე კი ბაზრის მშენებლობის დაწყებას მოვაჭრეების პროტესტი არაერთხელ მოჰყვა. კრიტიკული შეუსაბამობის გამო, გურჯაანის გლეხური ბაზარი არაერთხელ დააჯარიმეს.


იხილეთ ამავე თემაზე:

აგრარული ბაზრის რეკონსტრუქციაზე საჯარო განხილვა გაიმართა
მე ვხდები იმის გარანტია, რომ მოვაჭრეებს პირადად დავაბრუნებ ახალგარემონტებულ კომფორტულ გარემოში -გურჯაანის მერი
"თოფი რომ მესროლონ, მაინც არ წავალ" - გურჯაანის ბაზარში პროტესტი გრძელდება
დავა "გლეხური ბაზრის" მოვაჭრეებსა და მეპატრონეებს შორის [ვიდეო]
დავა "გლეხური ბაზრის" ირგვლივ გრძელდება
მორიგი სასამართლო პროცესი და დაუსრულებელი დავა "გლეხური ბაზრის" ირგვლივ
ნუკრი ლიპარტაშვილი VS ბაზრის მოვაჭრეები [ანონსი]
"მკვდარს გამიყვანენ აქედან“ - გურჯაანში მოვაჭრეები ბაზრის დატოვებას არ აპირებენ
ბაზრის ხელმძღვანელობა სამმეტრიანი კედლის აშენებას გეგმავს
"დაშალეთ შენობა და წაიღეთო, ისევ ძველი დრო მგონია!"

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია