მამუკა ხაზარაძის თქმით, სამთავრობო უწყებებში არიან გარკვეული პირები, რომლებიც რუსეთის გავლების ქვეშ იმყოფებიან და ხელს უშლიან ანაკლიის პორტის პროექტს. ხაზარაძე ამასთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელებას აანონსებს.
„მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არის საკითხები, რომლებსაც გავახმოვანებთ და საზოგადოებას ეცოდინება ის დინებები, რომელიც პირდაპირ სამთავრობო უწყებებში, ეს ე.წ, მე-5 კოლონის სახით, რუსული გავლენის სახით ეწინააღმდეგება ჩვენთვის, ქართველებისთვის და საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს პროექტს. ანაკლია არ არის მხოლოდ ღრმაწყლოვანი პორტი, ეს არის ჩვენი ქვეყნის შემოტრიალება, შემოტრიალება ერთხელ და სამუდამოდ ევროპისკენ. არის უსაფრთხოებისა და ჩვენი ეკონომიკური წინსვლის გარანტია. ამიტომ პირდაპირ მოვუწოდებ იმ ხალხს, ჩამალულებს რუსული "პაგონების" ქვემოთ, რომ არაფერი არ გამოგივათ, ანაკლია ავაშენებთ და ავაშენებთ ჩვენი პარტნიორი ამერიკის და ევროპის ინვესტიციებით“, – განაცხადა ხაზარაძემ.