შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

“რუსებს ეშინოდათ სააკაშვილის და ამიტომ ვერ გაბედეს ბორდერიზაცია” -გელბახიანი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 აგვისტო 2019

“რუსებს ეშინოდათ სააკაშვილის და ამიტომ ვერ გაბედეს  ბორდერიზაცია” – ამის შესახებ იურისტმა ვალერი გელბახიანმა “კავკასიის” ეთერში სტუმრობისას განაცხადა და გაიხსენა აგვისტოს ომის მონაწილე  რუსი გენერლის მონათხრობი, რომელსაც ის საავადმყოფოში შეხვდა მას შემდეგ, რაც პენსიაზე გავიდა და მის მოსანახულებლად იყო.

"როგორი წარმოსადგენია, რომ ჯარი გყავდეს, პოლიცია გყავდეს, სპეცნაზი გყავდეს, შენს ხალხს ებრძოდე და მტერს ეუბნებოდე:-"მოდი კაცო, დააყენე საზღვრები არაფერი პრობლემა არ გაქვს". ეს როგორი მოსასმენია მითხარით? 

ასეთ შემთხვევაში, როცა გერევიან ძალით და ვერაფერს ვერ შვები, იქ იწყება შიგნით შეშვება მომზადებული სპეცჯგუფების და რომელ ერთს აკეთებენ ესენი? ნაცვლიშვილები მარტო ტროლებისთის არიან ალბათ მოგონილები. 

აუტანელია ბატონო დავით, ამის მოთმენა არ შეიძლება. ეს არის სრული კაპიტულაცია. 

არ მინდოდა ამ სიმართლის თქმა, მაგრამ რუსებს ეშინოდათ სააკაშვილის და ვერ გაბედეს ბორდერიზაცია. ვინც ოპერაციას ხელმძღვანელობდა აგვისტოს ომში, მე იმ გენერალს ვიცნობდი მანამდე ბათუმიდან, პენსიაზე რომ გავიდა მერე შევხვდი. ჩემი ქვეყნის მოქალაქე ვარ, შევხვდი და ვესაუბრე. მაინტერესებდა რა მოხდა. 

მითხრა, რომ პირველი საბრძოლო ოპერაციები, აშკარად უპირატესობით წარიმართა ქართველებისო. შემდეგ რომ არ გამოგვეძახა ავიაცია, დახმარება რომ არ გვეთხოვა ომს ვეღარ გავაგრძელებდითო. თქვენ რომ საჰაერო სისტემები გქონოდათ, ჩვენ ვერაფერს ვერ ვიზამდითო. არნახული ზარალით მივიღეთ და არმიაში რეფორმა რომ იყო საჭირო, მაშინ მივხვდითო"-განაცხადა გელბახიანმა. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია