შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რატომ გადაიხდიან დამატებით ფულს იმ მომსახურებაში, რაც სხვაგან ისედაც აქვთ?- გოგოტიშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 აგვისტო 2019

 „რუსთავი 2“-ის ყოფილ ჟურნალისტ თენგო გოგოტიშვილს კითხვაზე სჭირდება თუ არა  ქიბარ ხალვაშს ტელევიზია? პასუხი არა აქვს:

„ხელისუფლების სათქმელს სხვა მედიები ისედაც ამბობენ, რასაც ისინი ახლა ახალი „რუსთავი 2“-სგან ელიან და რატომ გადაიხდიან დამატებით ფულს იმ მომსახურებაში, რაც სხვაგან ისედაც აქვთ, არ მესმის. კარგად ვნახეთ, ბიძინა ივანიშვილის პრაგმატულობა, როდესაც არჩევნების შემდეგ, ორი დღე არ აცადა საკუთარ შექმნილ ტელევიზიას და ეგრევე დახურა. აღარ სჭირდებოდა და მიახურა. შეიძლება ერთ-ერთი საბაბი იყოს, მაგრამ თუ კარგად გავიხსენებთ, დავალიანება ტელევიზიების დახურვის მიზეზი საქართველოში არასდროს გამხდარა. თავისუფლად შეიძლება ლეგალურ საფუძვლად ეს გამოუძებნონ. „იმედსაც“ აქვს დავალიანება, მაგრამ არავის გაახსენდებოდა, გვარამიას რომ არ ეხსენებინა“.- ამბობს გოგოტიშვილი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია