შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურიის ყოფილი გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე სუს - ში დაიბარეს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 აგვისტო 2019
გურიის ყოფილი გუბერნატორი და "ქართული ოცნების" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, მერაბ ჭანუყვაძე, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტში დაკითხვაზე დაიბარეს.

როგორც "გურიის მოამბეს" სუს - იდან აცნობეს, ჭანუყვაძის დაკითხვა რამდენიმე საათს გრძელდებოდა და ის ძირითადად, მისი ოზურგეთის გამგებლობის პერიოდში, გურიის შავიზღვისპირა ზოლში უკანონოდ გაყიდულ მიწებს, მათ შორის ე.წ. "შრომის პედაგოგთა" საქმეს შეეხებოდა.

ჩვენი წყაროს ცნობით, გამოძიება ჭანუყვაძეს ბრალს, დიდი ალბათობით ახლო მომავალში, მას შემდეგ , წაუყენებს, რაც "შრომის პედაგოგთა საქმის" სასამართლო განხილვა დასრულდება.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია