შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

24 აგვისტო საქართველოს კონსტიტუციის მიღების დღეა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 აგვისტო 2019
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ღონისძიებაზე მოწვეული არიან აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების მოქმედი და ყოფილი წევრები. ასევე სხვადასხვა კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლები.პრეზიდენტის სასახლეში გამოიფინება საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტები.სადაც წარმოდგენილი იქნება 1921 და 1995 წლების კონსტიტუციის დედნები, აგრეთვე, თემასთან დაკავშირებული ისტორიულ დოკუმენტები და ფოტომასალა.1995 წლის 24 აგვისტოს, 17 საათსა და 50 წუთზე, საქართველოს პარლამენტმა 159 ხმით 8-ის წინააღმდეგ საქართველოს კონსტიტუცია მიიღო. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია თავდაპირველად 1921 წლის კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე მუშაობდა, მაგრამ საბოლოოდ ახალი კონსტიტუციის მიღება გადაწყდა.1995 წლის 17 სექტემბერს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიისა და საქართველოს პარლამენტის წევრებმა ხელი მოაწერეს კონსტიტუციის ოფიციალურ ტექსტს მთავრობის იმ სასახლეში, სადაც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. მას შემდეგ კონსტიტუციაში მრავალი ცვლილება შევიდა. მათგან არსებითი 2010 წლის ცვლილებები იყო, როდესაც შეიცვალა მმართველობის ფორმა და საქართველო ნახევრად საპრეზიდენტო სახელმწიფო გახდა. შეიზღუდა პრეზიდენტის უფლებამოსილებები. იგი აღარ არის მთავრობის მეთაური და მთავრობის ფორმირებაში ფორმალურად იღებს მონაწილეობას.გაიზარდა პრემიერმინისტრის უფლებამოსილებები. იგი გახდა მთავრობის მეთაური.შემოვიდა კონტრასიგნაციის ინსტიტუტი - პრემიერმინისტრის კონტრასიგნაციას საჭიროებს კონსტიტუციის პრეზიდენტის სამართლებრივი აქტები. ბოლო ცვლილებები ქვეყნის მთავარ დოკუმენტში 2017 წელს შევიდა, როდესაც პრეზიდენტის უფლებამოსილებები კიდევ უფრო შეიზღუდა, ამასთან, 2023 წლიდან მას არა ხალხი პირდაპირი წესით, არამედ 300 ადამიანისგან შემდგარი კომისია აირჩევს. ცვლილებები შეეხო საარჩევნო ბარიერს. შეიცვალა მოსამართლეთა დანიშვნის წესი და სხვა.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია