წელს საქართველოში 28 740 აბიტურიენტი გახდა სტუდენტი.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფო გორგოძის განცხადებით 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების მიხედვით, სახელმწიფო გრანტი 6 546-მა აბიტურიენტმა მოიპოვა.
მათგან 100%-იანი გრანტი 1011-მა აბიტურიენტმა მიიღო, 70%-იანი დაფინანსება მიიღო 1455-მა აპლიკანტმა, ხოლო 50%-იანი დაფინანსება 4083-მა აბიტურიენტმა.