გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ლევან ნინიძეს საპატიო ასკანელის წოდება მიენიჭა-დღეს "ასკანობა" 2019 გაიმართა

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 აგვისტო 2019

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანაში სახალხო დღესასწაული ,,ასკანობა 2019“ სპორტული და კულტურული ღონისძიებებით აღინიშნა.

გაიმართა დოღი, შეჯიბრი მინი-ფეხბურთში, მკლავჭიდში, ფრენბურთში, ნარდსა და მაგიდის ჩოგბურთში .

ჩატარდა ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების: ,,გურია,’’ ,,ზენაარი,’’ ,,შვიდკაცა,’’ ,,რეხეული,’’ ,,შემოქმედი,’’კვარტეტ ,,ჰარმონიას’’ და მომღერალ რეზიკო ხომერიკის კონცერტი.

სპორტულ შეჯიბრში გამარჯვებულებს გადაეცათ სპეციალური პრიზები და სიგელები.

დასახელდა სოფლის საპატიო მაცხოვრებელი.

სოფლის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საპატიო ასკანელის წოდება მიენიჭა მომღერალ ლევან ნინიძეს, რომელსაც სპეციალური სიგელი ოზურგეთის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ გადასცა.

„გილოცავთ „ასაკანობას.“ წელს სოფელი ტრადიციულ დღესასწაულს მეცხრამეტედ აღნიშნავს. მისაბაძია თქვენი ერთსულოვნება, საკუთარი სოფლის პატივისცემა და სიყვარული. განვითარების პროცესი, რომელიც დაიწყო არ შეჩერდება და ასკანა გახდება ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული ადგილი ადგილობრივი მოსახლეობისა და სტუმრებისთვის,“- აღნიშნა მერმა.

ღონისძიება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის, ასევე, ა.(ა).ი.პ. „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის“ ორგანიზებით ჩატარდა.

სახალხო დღესასწაულს სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში, ზურაბ ნასარაია, გუბერნატორის მოადგილეები: ქეთევან მოისწრაფეშვილი და გია ებრალიძე, მერის მოადგილე ირაკლი სირაძე, საკრებულოს თავმჯდომარე - დავით დარჩია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია