შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"რუსთავი 2" ამიერიდან "მთავარი არხის" კი არა, "იმედის" კონკურენტი გახდება- ხუხაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 აგვისტო 2019

„რუსთავი 2 ახლა უკვე „მთავარი არხის" კონკურენტი კი არ იქნება, ეს უკვე გახდება იმედის კონკურენტი, იმედს გაუყოფს მაყურებელს," - ასე ეხმიანება „რეზონანსთან" პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის განახლებას და მისი გენერალური დირექტორის პაატა სალიას განცხადებას იმის შესახებ, რომ ნიკა გვარამიას დაარსებულ „მთავარ არხს" კონკურენტად ვერ აღიქვამს.

ძალიან ძნელად წარმოსადგენია რუსთავი 2-ის კრიტიკულობის გაგრძელება,ზოგადად ტელევიზია არის ადამიანური რესურსი და საინფორმაციო ტექნოლოგიები, ვფიქრობ, რომ რუსთავი 2-ის კონტენტი და საინფორმაციო გზავნილი მოხმარებადი იყო მაყურებლის გარკვეულ სეგმენტზე. ფაქტია, რომ ის რაც ამიერიდან ამ არხზე გაკეთდება, იმ სეგმენტს ვეღარ მოემსახურება, მან უნდა ეძებოს ახალი მაყურებელი, შესაბამისად მოხდება იმედის მაყურებლის გაყოფა. რუსთავი 2 ახლა უკვე „მთავარი არხის" კონკურენტი კი არ იქნება, გახდება იმედის კონკურენტი, იმედს გაუყოფს მაყურებელს.

თუ რუსთავი 2-ს მინიმალური ხარისხი მაინც ექნება და მეტ-ნაკლებად ობიექტურობას გარკვეულ ვითარებაში მაინც შეინარჩუნებს, ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება, თუმცა ის რაც დღეს ამ ტელევიზიაში ხდება, ჩემი აზრით სერიოზული პერსპექტივის მატარებელი არ არის.

„მთავარი არხი" არ იქნება სალიას კონკურეტი და არც ისინი არ თვლიან, რომ სალია მათი კონკურენტია იმიტომ, რომ მაყურებლის სხვადასხვა სეგმენტზე მუშაობენ. სალია დღეს უკვე „იმედის" კონკურენტია, განცდა რუსთავი 2-ის მიმართ არის ისეთი, რომ ის კონტროლის ქვეშ აიყვანა ხელისუფლებამ, თუ თავისი მოღვაწეობით საპირისპიროს დაამტკიცებს, ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, ჯერჯერობით ეს განცდაა, რუსთავი 2 „აცხობს ხაჭაპურს" და „მთავარი არხი" „კეთებს ხინკალს", „ხინკალს" ჰყავს თავისი მომხმარებლი და „ხაჭაპურს" თავისი, „მეხინკლე" „მეხაჭაპურის" კონკურენტი ვერ იქნება.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია