გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"წყვეტა მე-5 კოლონას და მტერს!!! ამინ!" - ემზარ კვიციანის წყევლა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 31 აგვისტო 2019

პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი ემზარ კვიციანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგელებს მოუწოდებს, ფხიზლად იყვნენ, არ აყვნენ პროვოკაციებს და თვალი ადევნონ ყველა საეჭვო მოქმედებას საოკუპაციო ზოლთან.

„სუსი გამოფხიზლდით! ყველა მოღალატე, უცხო ქვეყანის სპეცსამსახურების აგენტი ვიცი არ იქნებით! ვინც ეროვნული ხართ დარჩენილი და ქართული სისხლი გიჩქეფთ ძარღვებში! კარგად მომისმინეთ:

90-იანებში წაგვაქეზეს მურიასავით და დაგვატაკეს ჩვენს მოძმე ოსებსა და აფხაზებს! წაგვაქეზეს და თავი უტვინოდ და გამყიდველების მიერ გაბრუებულებმა ანაკონდას გადავაყლაპიეთ თავი! ეხლაც იგივე ხდება სოროსის მიმდევრების მიერ და რას ვერ ხვდებით? ყველა, ვინც უცნაურად იქცევა საოკუპაციო ზოლთან, თვითოეული მათგანი უნდა იქნეს აყვანილი მკაცრ აღრიცხვაზე, შესწავლილი იქნას მათი თვითოეული ნაბიჯი, ვისი დავალებით ცდილობენ ვითომ პატრიოტობას ამოფარებულინი, ჟურნალისტების დახმარებით, ქვეყანა ჩაითრიონ წამგებიან სიტუაციაში!

ასევე მოუწოდებ აფხაზ და ოს ხალხს, მათაც ყურადღება მიაქციონ, იქაც იგივე ვითარებაა ოღონდ ჯერ შედარებით სუსტად! სუსი თუ თქვენც იგივე განზრახვა და იგივე ღალატში იღებთ მონაწილეობას წყეულიმც იყოთ ქართველი ერის ცოდვით! ჰოი მთავარო ანგელოზო მიქაელ შეჰკარ ყოველნი მტერნი ქართველებისა ხილულნი თუ უხილავი და აღხოცე პირისაგან მიწისა ამინ!

უფალო დიდება შენდა! ღმერთო გაგვაძლიერებიე და გაგვამთლიანებინე ჩვენი სამშობლო! ამინ! დიდება ღმერთს! წყვეტა მე-5 კოლონას და მტერს!!!" - წერს ემზარ კვიციანი.

სოფელ ჩორჩანაში დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებთან ტექნიკური შეხვედრის დასრულების შემდეგ, ქართულმა მხარემ განაცხადა, რომ პოლიციის საგუშაგო ადგილზე დარჩება, შემდეგი შეხვედრა კი მომავალ კვირას გაიმართება.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია