შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

" ერთი წლის წინ ჩამოინგრა ჩემი წილი დედამიწა... "- ოზურგეთელი ნატა ბოლქვაძის თვითმკვლელობიდან ერთი წელი გავიდა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 01 სექტემბერი 2019

16 წლის გოგონას, ტრაგედიიდან რომელმაც მთელი საქართველო შეძრა 1 წელი გავიდა. ნატა ბოლქვაძის დედა სოციალურ ქსელში უმძიმეს წერილს აქვეყნებს და წერს, რომ მისთვის ცხოვრება გაუსაძლისია.

 

"ზუსტად ერთი წლის წინ ჩამოინგრა ჩემი წილი დედამიწა.... ზუსტად ერთი წლის წინ, ზუსტად ასეთ მზიან დილას მოვისმინე შენი უკანასკნელი საყვედური დედიკო- ,, რატომ არ გამაღვიძე, სამსახურში უნდა გაგაცილოო" ... თურმე უკანასკნელად... ნეტა ახლა შემეძლოს შენი გაღვიძება ჩემო სიცოცხლის სხივო, ჩემო გაუსაძლისო მონატრებავ! მხოლოდ უფალი იქნება იმ არაკაცის მსაჯული, ვინც შენი ულამაზესი სიცოცხლე და უსაზღვრო სიყვარული წამართვა... სასწაულის მოლოდინში ვარ მთელი წელია, მაგრამ ვაი, რომ სასწული თურმე ქვეყნად არ ხდება...გრძელდება ეს უმიზნო ცხოვრება უშენოდ დედიკო, მაგრამ ყოველ წამს მხოლოდ შენთან მოსვლის მოლოდინით... შენ სიკვდილი გამიიოლე ნატა,შიში მომისპე... შეგინდოს დედიკო უფალმა... ჩემს მეგობრებს ყველას, ვინც 14 აგვისტო მომილოცა რაღაცა გზით, ან ვინც ვერ მომილოცა, სიტყვები არ მოეძებნა, მაინც მადლობა, თუმცა უსაშველოდ მიჭირს მადლობი გადახდა, ჩემი დაბადების დღე, ჩემი შვილის ამ ქვეყნად ყოფნის უკანასკნელი დღე აღმოჩნდა... ამ ვიდეოს მათ გიტოვებთ, ვინც იცით, როგორი სიცოცხლე ჩააქრო საზიზღარმა არაკაცმა" - წერს თამუნა ძნელაძე.
შეგახსენებთ, გურიაში, სოფელ ნატანებში 16 წლის გოგომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სუიციდის მიზეზი სოციალური ქსელის მეშვეობით ჟანტაჟი გახდა. სამართალდამცავებმა ბრალდებული 22 წლის მ.თ. დააკავეს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია