გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ტოტალური შიმშილია, ხალხი დაუცველია, მალე ქვეყანა აღარ იარსებებს“ - გია როინიშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 02 სექტემბერი 2019

მსახიობი და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გია როინიშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანა მალე აღარ იარსებებს.

„ერთადერთი რამ, რაც ამ ხელისუფლებას აძლიერებს, საზოგადოების დაქსაქსულობაა! გაერთიანების დროა! წინააღმდეგ შემთხვევაში, სულ მალე ქვეყანა აღარ იარსებებს! ციხეები სავსეა სინდისის და პოლიტიკური პატიმრებით, ქვეყანაში ტოტალური შიმშილია, ხალხი დაუცველია! ეკონომიკა აღარ არსებობს! ხვალ და ზეგ იმათ კარებთანაც დაიჩოქებს შიმშილი და უსამართლობა, ვინც დღეს არხეინად იყურება საკუთარი ფანჯრებიდან (ან რა ფასი აქვს არხეინობას, როცა საკუთარი ფანჯრებიდან მხოლოდ დამშეული, განადგურებული, თვალებდათხრილი ქართველობა ჩანს)!ეს გარდაუვალია! ოკუპაციის ხაზი დღეს მთელ საქართველოზე გადის! მტრის ნატვრა ასრულებულია:დაბეჩავებული, წელში გატეხილი, დაქსაქსული, გაბოროტებული, გადასარჩენად ქუჩაში დაგდებული საქართველო! ერთობის დროა! ძალა ერთობაშია,“ - წერს გია როინიშვილი სოციალურ ქსელში.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია