შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ივანიშვილს ჩვენს გუნდში, საკმაოდ მყარი და ძლიერი პოზიცია გააჩნია - ვოლსკი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 02 სექტემბერი 2019

ივანიშვილს ჩვენს გუნდშიც, თუნდაც პარტიულ იერარქიაში საკმაოდ მყარი და ძლიერი პოზიცია გააჩნია - ამის შესახებ, “ქართული ოცნების” ოფისში გამართული სხდომის შემდეგ, “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“მამუკა ბახტაძეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ექნება სიღრმისეული და ვფიქრობ, ძალიან საინტერესო განცხადება. არ არის კორექტული, რომ გადავასწრო და ამ განცხადებას წინ წავუმძღვარო რაიმე განაცხადი ცვლილებებთან დაკავშირებით, ვინაიდან მამუკას საკმაოდ კომპეტენტური პოზიცია გააჩნია ამ თემასთან დაკავშირებითაც”,-განაცხადა ვოლსკიმ.

მედიის კითხვაზე დაბრუნდება თუ არა ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტზე, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ეს საკითხი არ განიხილება.

“ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილს ჩვენს გუნდშიც, თუნდაც პარტიულ იერარქიაში საკმაოდ მყარი და ძლიერი პოზიცია გააჩნია”

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია