შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ჩემი არჩევა ძალიან დადებითად და იმედიანად არის მიღებული ქართულ საზოგადოებაში"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 02 სექტემბერი 2019

ჩემი, როგორც ქალი პრეზიდენტის არჩევა ძალიან დადებითად და იმედიანად არის მიღებული ქართულ საზოგადოებაში. იმდენად, რომ ეს ზოგჯერ მაშინებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთში გამართულ კონფერენციაზე „ქალთა როლი პოლიტიკაში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, მისი პრეზიდენტად არჩევა არა როგორც საზოგადოებაზე თავს მოხვეული, არამედ საქართველოს ისტორიიდან გამომდინარე, ძალიან ბუნებრივი მოვლენა იყო.

„როდესაც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ვიმყოფები, მეკითხებიან, რამდენად მიიღო ქართულმა საზოგადოებამ ჩემი, როგორც ქალი პრეზიდენტის, არჩევა და რამდენად არის შეგუებული ამ ფაქტთან. ჩემი პასუხია, რომ ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე, ეს ფაქტი არ იყო გამონაკლისი ჩვენს ისტორიაში. ეს იყო არა რაღაც საზოგადოებაზე თავს მოხვეული, არამედ ძალიან ბუნებრივი. დღემდე, როდესაც სხვადასხვა რეგიონში დავდივარ, პირიქით არის, რომ ძალიან დადებითად და იმედიანად არის მიღებული ეს ფაქტი. ეს ზოგჯერ მაშინებს, იმდენად იმედები არის შექმნილი იმის გამო, რომ ქალი ვარ და შეიძლება, ქალს მეტი შეუძლია ამ ძალიან რთულ ვითარებაში. ეს პასუხისმგებლობა, ზოგჯერ, საკმაოდ მძიმე სატარებელია,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია