გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

იმედია გახარიას ეყოფა სიმამაცე, რუსეთთან ღია მოლაპარაკებებზე გავიდეს - გავრილოვი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 03 სექტემბერი 2019

რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი აცხადებს, რომ საქართველოს მომავალ პრემიერ-მინისტრს ეყოფა სიმამაცე, რუსეთთან ღია მოლაპარაკებებზე წავიდეს. გავრილოვმა საქართველოში პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას წარდგენა შეაფასა და აღნიშნა, რომ  ივნისის აქციების დარბევისას გახარია ხისტი პოზიციით გამოირჩეოდა.

„საქართველოს მთავრობის მომავალ მეთაურს ეყოფა სიმამაცე რუსეთთან ღია მოლაპარაკებებზე გავიდეს თანამშრომლობის აღდგენის მიზნით“ - განაცხადა გავრილოვმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის დეპუტატი სერგეი გავრილოვი რუსეთის დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში იყო ჩამოსული. ასამბლეის სხდომის პარლამენტში მსვლელობისას გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი დაიკავა, რასაც საზოგადოებისგან და ოპოზიციისგან პროტესტი მოჰყვა. გავრილოვის ვიზიტის გამო პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელიც 20-21 ივნისს პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა. აქციის დაშლისას რამდენიმე ათეული ადამიანი დაშავდა.

ასევე, შეგახსენებთ , რომ გახარია „ქართულმა ოცნებამ“ დღეს უკვე პრემიერ-მინისტრობის კადიდატად წარადგინა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია