სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ზარალი 300 000 ლარამდეა – მერიამ სამხარეო ადმინისტრაციაში ხანძრის შედეგები დაითვალა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 სექტემბერი 2019
მერიის ინფორმაციით, ზარალის საბოლოო ოდენობა დაზუსტებული არ არის, რადგან ნახანძრალ ადგილებზე შედეგებს ისევ ითვლიან: „ზუსტად ყველაფერი ორ–სამ დღეში გვეცოდინება, ნახანძრალი ადგილების აღდგენისთვის პროექტიც მაგ დროს იქნება სრულად მზად. თუმცა ზარალი დაახლოებით 300 000 ლარამდეა“.ამ დროისათვის, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ნახანძრალი ადგილების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. მუშები, დამწვარი მასალისგან სახურავის იმ ნაწილს ასუფთავებენ, რომლის აღდგენაც უნდა მოხდეს. „გასუფთავდება ეს ყველფერი და მერე თავიდან დაიწყება გადახურვა და შემდეგ დანარჩენი. საქმე აშკარად ბევრია, ამჯერად ხუთი მუშა ვართ და ვწმენდთ, რაც დამწვარია“, – ამბობენ მუშები. სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში ხანძარი15 აგვისტოს გაჩნდა. ცეცხლი ჯერ სახურავში, შემდგომ კი კაბინეტებზე გადავიდა. [მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია