შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მიხეილ ბატიაშვილი – ‘სრულყოფილი კომპიუტერები სკოლებს’

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 სექტემბერი 2019
მიხეილ ბატიაშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეიცვალოს მიდგომა სასწავლო პროცესის მიმართ და აღნიშნა, რომ ახალ მიდგომებთან ერთად, სასწავლო პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ტექნოლოგიების შეტანა. „ცვლილებები უნდა განხორციელდეს თვითონ კლასში და ორიენტირებული უნდა იყოს ისეთი უნარების განვითარებაზე, როგორიც არის ანალიტიკური უნარები, ამოცანების გადაწყვეტაზე ორიენტირება, გუნდურობა, კრეატიულობა. დღეს მართალც შემიძლია სიამაყით ვთქვა, რომ 150 სკოლაში, ეს პროექტი წარმატებით მიმდინარეობს. ჩვენ ვასრულებთ იმ გეგმებს, რომელთაც ამ ტრიბუნიდან რამდენიმე თვის წინ დაგპირდით. 2022 წელს ახალი სასწავლო მიდგომა დედაქალაქისა და რეგიონის ყველა სკოლაში დაინერგება“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.მიხეილ ბატიაშვილმა ხაზი გაუსვა სკოლების შესაბამისი ტექნოლოგიებით აღჭურვის მნიშვნელობასაც: "მოხარული ვართ, რომ ახალი სასწავლო წლიდან 55 000 ახალი კომპიუტერი შევა სკოლებში. ეს იქნება არა ნეთბუკები, არამედ სრულყოფილი კომპიუტერები, რომლებითაც ბავშვები მრავალი წლის განმავლობაში ისარგებლებენ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ კომპიუტერებში ოფიციალურად იქნება დაინტეგრირებული ყველა ლიცენზირებული პროგრამა, როგორიც არის მაიკროსოფტი და ბევრი სხვა. ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა სკოლების WIFI-ით უზრუნველსაყოფად, რადგან წარმოუდგენელია დღევანდელი საგანმანათლებლო სივრცე ინტერნეტის გარეშე. წლევანდელ წელს მართლაც უზარმაზარი სამუშაო ჩატარდა ამ მიმართულებით და სკოლების მეოთხედი ფაქტიურად გადაფარული გვაქვს უკაბელო ინტერნეტით. ვფიქრობთ, ამ სამუშაოს ორი წლის განმავლობაში მთლინად დავასრულებთ და ყველა სკოლა იქნება უზრუნველყოფილი მაღალი ხარისხის ინტერნეტით".[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია