შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ამ მიკროფონის ბრალია ყველაფერი და ეს მიკროფონი გახევს ყველას"- გვარამია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 სექტემბერი 2019

„რუსთავი2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი და ამჟამად „მთავარი არხის“ ხელმძღვანელი ნიკა გვარამია პროკურატურაში მივიდა, სადაც მას ბრალი უნდა წაუყენონ რ2-ის ქონების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით.

ნიკა გვარამიას თქმით, ბრალდება ხელისუფლების მიერ არის დაკვეთილი და ყველაფერი ახალ ტელევიზიას „მთავარ არხს“ უკავშირდება, მისი თქით, იმის მიუხედავად იმისა ამ აბსურდული ბრალდებით დააკავებენ თუ არა, „მთავარი არხი“ მაუწყებლობას მაინც დაიწყებს.

პროკურატურასთან იმყოფებიან ყოფილი რუსთავიორელები, ამჟამად კი „მთავარი არხის“ ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო სექტორის წარმომდაგენლები.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია