სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოპტიმიზაცია მარტო ჩემთვის იყო?! - ახალციხის ციხიდან გათავისუფლებული თანამშრომელი

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 სექტემბერი 2019
მაია მამულაშვილი ახალციხის ციხის საქმეთა მმართველის პოზიციაზე მუშაობდა, თუმცა ოპტიმიზაცია-რეორგანიზაციის შემდეგ, მისი შტატი გააუქმეს და მისი უფლება-მოსილება იურისტს დააკისრეს. მამულაშვილმა და მისმა ადვოკატმა ეკა აბაშიძემ, დღევანდელ პროცესზე რამდენჯერმე განაცხადეს, რომ ეს გათავისუფლება მიზანმიმართული იყო.„გაგვიშვით ამდენი თანამშრომელი, თუმცა შემდეგ სხვებს დაბრუნება შესთავაზეთ და ხელშეკრულებით აიყვანეთ. მე კი არაფერი არ შემომთავაზეთ. ანუ ეს ოპტიმიზაცია მხოლოდ იმიტომ გააკეთეთ, რომ მე გაგეთავისუფლებინეთ?“,– ჰკითხა მამულაშვილმა ციხის დირექტორს, დავით ტაბატაძე.ტაბატაძემ სასამართლო პროცესზე რეორგანიზაციის საჭიროების შესახებ რამდენჯერმე ისაუბრა. მისი თქმით, გაერთიანდა ის სამსახურები, რომლებიც ახლა უფრო ეფექტურად მუშაობენ.„ექვსი სამსახურიდან, ფაქტობრივად, სამი შევქმენით. იმას ნამდვილად არ ვიტყვი, რომ მაია ცუდად მუშაობდა, ან ვერ ასრულებდა საქმეს, თუმცა ის არ იყო ამ ორ სამსახურში. იურისტისა და საქმეთა მმართველის სამსახურებს ნაკლები დატვირთვა ჰქონდათ. ვიფიქრე, რომ მათი შეერთება კარი იქნებოდა და ერთი უფროსი საკმარისი აღმოჩნდებოდა“,– განმარტა ტაბატაძემ.მისივე თქმით, მამულაშვილს იურიდიული განათლება არ ჰქონდა და ამიტომ ვერ აკმაყოფილებდა იმ მოთხოვნებს, რაც ამ ორი გაერთიანებული სამსახურის ხელმძღვანელობისთვის იყო საჭირო.სასამართლო პროცესზე, მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა რამდენჯერმე ჰკითხა დავით ტაბატაძეს, რატომ არ გამოძებნა რაიმე სამსახური მამულაშვილისთვის, თუკი ყველა გაშვებულ თანამშრომელს სამუშაო ისევ შესთავაზეს.„იურისტს სხვა საქმე აქვს და საქმეთა მმართველი კიდევ სულ სხვაა. მთელს სამსახურში სხვას ვერაფერს გააკეთებინებდით? როცა მეუბნებით, რომ ერთი სამსახური მეორეს შეუერთეთ და იმ სამსახურების ახალ უფროსს ხელფასი გაუზარდეთ, ხომ არაა გამოწვეული ეს იმით, რომ გინდოდათ ახალი უფროსი, ჯუნა დარჩენილიყო სამსახურში და მას კარგი ხელფასი ჰქონოდა ?“, – იკითხა მოსამართლემ.რაზეც ციხის დირექტორმა უპასუხა, რომ მამულაშვილთან რაიმე პირადი პრობლემა არ ჰქონია და ყოფილი საქმეთა მმართველი, სამსახურების გაერთიანების შემდეგ საჭირო მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა. ტაბატაძემ აქვე დაამატა, რომ ოპტიმიზაციის შემდეგ, ციხემ დაახლოებით 50 000 ლარის ოდენობით თანხა დაზოგა.ახალციხის ციხეზე რეორგანიზაცია 2018 წლის დეკემბერში დაიწყო და ხუთ აპრილს დასრულდა. ააიპ–ში ჯამში ხუთი სამსახური დარჩა, სადაც 74 თანამშრომელია დასაქმებული. ესენია: ადმინისტრაციის სამსახური, ტურიზმისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური,მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური, საფინანსო სამსახური და უსაფრთხოების სამსახური.საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა სექტემბრის შუა რიცხვებში გაიმართება. [მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია