სამცხე-ჯავახეთი
11 სექტემბერს იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღე აღინიშნება
საზოგადოება
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
11 სექტემბერი 2019
წმინდა სახარების მიხედვით, წმიდა იოანე ნათლისმცემლის თავი გალილეის მმართველის, ჰეროდე ანტიპას ბრძანებით მოჰკვეთეს. მანამდე წმ. ნათლისმცემელი ჰეროდეს საპყრობილეში ჰყავდა დატყვევებული, რადგან მას უზნეო ცხოვრებისთვის დაუფარავად ამხელდა კანონიერი ცოლის დატოვებისა და საკუთარი ძმის, ფილიპეს მეუღლესთან, ჰეროდიადასთან უკანონო თანაცხოვრების გამო.წმ. წინასწარმეტყველის თავის მოკვეთის სურვილით ფილიპეს ჰეროდეას ქალიშვილმა, სალომეამ დედის ჩაგონებით მიმართა, რადგან მას სძულდა წმ. ნათლისმცემელი.სალომეა ფილიპეს დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე ცეკვავდა. მისი ცეკვით მოხიბლული ჰეროდე კი სალომეას ნებისმიერი სურვილის შესრულებას დაჰპირდა. სალომეამ ლანგარზე წმ. იოანე ნათლისმცემლის თავი მოითხოვა. წმ. იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს მორწმუნეები ტრადიციულად მარხვით აღნიშნავენ.[sknews.ge]