სამცხე-ჯავახეთი
ახალქალაქის ერთ სკოლაში 16 სექტემბერს სწავლა არ დაიწყება
საზოგადოება
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
11 სექტემბერი 2019
ახალქალაქის რესურსცენტრის ხელმძღვანელის ტერეზა ჩივჩიანის თქმით, სოფელ ჩანდურას საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, სწავლა 16–ის ნაცვლად 23 სექტემბერს დაიწყება.ახალქალაქის გარდა, სამცხე–ჯავახეთის ყველა მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა გვითხრა, რომ მათთან სწავლა 16 სექტემბერს დაიწყება.განათლების სამინისტროს განმარტებით, საქართველოს 20–მდე სკოლაში სწავლის გადაწევის მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოებია. სამინისტროს ასეთი სკოლების საბოლოო სია ჯერჯერობით არ აქვს.[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]