შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დღეს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 სექტემბერი 2019

დღეს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.

პირველკლასელებს ახალი ნეტბუქები და სასწავლო სახელმძღვანელოები გადაეცათ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე შარაშენიძე, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ქეთევან მოისწრაფეშვილი, მერის მოადგილეები: ალექსანდრე სურგულაძე და ირაკლი სირაძე, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის უფროსი, მარინა ჯაფარიძე და ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ლელა იმედაშვილი N2 და N3 საჯარო სკოლებს ესტუმრნენ და მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.

„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. განსაკუთრებულად, ვულოცავ პირველკლასელებს, რომლებიც დღეს პირველად მოვიდნენს სკოლებში, სადაც განახლებული ინფრასტრუქტურა, კეთილმოწყობილი ეზოები და საკლასო ოთახები დახვდათ. წარმატებული და ნაყოფიერი ყოფილიყოს 2019-2020 სასწავლო წელი,“- აღნიშნა მერმა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესის განახლებამდე სარემონტო სამუშაოები 20 საჯარო სკოლაში ჩატარდა.

სკოლების სარეაბილიტაციოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 010 000 ლარი გამოიყო.

სხვადასხვა სკოლაში კეთილმოეწყო საკლასო ოთახები, სპორტული დარბაზები, სველი წერტილები და ეზოები.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია