შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

NDI-ის გამოკითხულთა 63%-ის აზრით, საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა "ცუდია" - მოსახლეობა პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 სექტემბერი 2019

NDI-ის მიერ გამოკითხულთა 63% მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობა ცუდია. 31% კი ამბობს, რომ საქართველოს ამჟამინდელი ეკონომიკური მდგომარეობა საშუალოა. 4 % ის თქმით, ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობას კარგია.

გამოკითხულთა 70% მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკა სარგებელს მხოლოდ ადამიანების გარკვეულ ჯგუფს აძლევს, 12% -ის აზრით, რომ ქვეყნის ეკონომიკა სარგებელს ყველა მოქალაქეს ერთნაირად აძლევს, 9% კი მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკა სარგებელს არავის აძლევს.

გამოკითხულთა 76% თვლის, რომ მთავრობა სრულად არის პასუხისმგებელი ეკონომიკის მდგომარეობაზე, 16% მიიჩნევს, რომ მთავრობა ნაწილობრივაა პასუხისმგებელი, 1% კი აცხადებს, რომ მთავრობა არაა პასუხისმგებელი ეკონომიკის მდგომარეობაზე.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია