შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 სექტემბერი 2019
ნათია ჩუბინიძის შესახებ „სამხრეთის აკრიბჭემ“ მასალა ცხრა სექტემბერს გამოაქვეყნა. დახმარების სურვილით რედაქციას არაერთმა ადამიანმა მიმართა. ნათია ჩუბინიძე ამბობს, რომ უკვე მეცხრე დღეა, ადგილობრივებს მათთან საჭირო ნივთები მიაქვთ.„ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა. ტანსაცმელი მომიტანეს, პროდუქტები, ზოგი ფინანსურად დამეხმარა. მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. ძალიან დამეხმარა ყველა. ბავშვები ბაღში ამ ტანსაცმლით დამყავს და კარგა ხანს აღარ დაგვჭირდება პროდუქტი“, - ამბობს ნათია ჩუბინიძე.მისივე თქმით, მასალის გამოქვეყნების შემდეგ, ოჯახში კიდევ ერთხელ მივიდნენ სოციალური სააგენტოს წარმომადგენლებიც. „სახლის პირობები დაათვალიერეს და გვითხრეს, კიდევ შეგეხმიანებითო. თან, ზოგჯერ ჩვენთანაც შეგიძლია მოხვიდე და ტანსაცმელი აარჩიოო“, – ამბობს ნათია.ერთადერთი პრობლემა, რომელიც ნათიას მოსაგვარენბელი დარჩა, სახლის სახურავია, თუმცა ადგილობრივებისგან დახმარების დაპირებები ამის შესახებაც მიიღო: „მხოლოდ სახურავის პრობლემა დამრჩა, ერთადერთი ეგაა, სხვა აღარაფერი. დღეს კიდევ ერთი გოგონა მოვიდა და მითხრა, შევეცდები, სახურავის პრობლემა მოგიგვაროთო“.ნათია, ორ მცირეწლოვან ბავშვთან და დედასთან ერთად, ცხოვრობს ახალციხეში, რუსთაველის N113–ში, კორპუსთან მდებარე საქვაბის შენობაში, ე.წ კაჩიგარიაიში. ოჯახი აქ უკანონოდ ცხოვრობს, რადგან ქირის ფულის გადახდა არ შეუძლიათ, თუმცა ამ შენობასაც სახურავის პრობლემა აქვს და წვიმის დროს წყალი ჩადის.არც ნათიას და არც დედას სამსახური არ აქვთ, არ იღებენ პენსიას და არც ბავშვების ალიმენტს. გარდა ამისა, ნათიას ჯანმრთელობის პრობლემაც აქვს. ნათიას თქმით, ორი ოთახი, რომელსაც გადახურვა სჭირდება, დაახლოებით 70 კვადრატული მეტრია. ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ სახურავის მასალით დახმარების საკითხს შეისწავლიან.[თაკო ფეიქირიშვილი, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია