გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

46%-ს მიაჩნია, რომ გახარია შს მინისტრის პოსტიდან უნდა გადამდგარიყო - NDI კვლევა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 სექტემბერი 2019

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 92%-ს 20 ივნისის მოვლენების შესახებ სმენია და მათგან 46% ეთანხმება აქციის მოთხოვნას გიორგი გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით, არ ეთანხმება 39%, არ იცის 14% და უარი განაცხადა პასუხზე 1%-მა.
იმ პირებს შორის რომლებსაც 20 ივნისის მოვლენების შესახებ სმენიათ, პარტიების მხარდაჭერა შემდეგნაირად გადანაწილდა. არცერთი პარტიის მხარდამჭერებიდან 48% გახარიას გადადგომას ეთანხმებოდა. ამ მოთხოვნას იზიარებდა ოცნების მხარდამჭერთა 15%, არ იზიარებდა 77%, ენმ-ს მხარდამჭერების 88% გახარიას გადადგომას ეთანხმებოდა, 3% არა.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია