შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

“დღეს ივანიშვილი კი არ გატყდა, დაიმსხვრა და გაბახდა"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 სექტემბერი 2019

"გამარჯვებული საქართველოს“ ერთერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი ირაკლი ოქრუაშვილის პატიმრობაში დატოვების თემას სოციალური ქსელით ეხმიანება:

“დღეს ივანიშვილი კი არ გატყდა, დაიმსხვრა. ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა, დაამტკიცა, რომ მისი პირადი პატიმარია და ყველაზე საშიში პილიტიკური მოწინააღმდეგე.
რა გგონია ბიძო, მოერიე? ვერა, პირიქით, გაჯობა და დღეს კი არა მხოლოდ, მაშინ გაჯობა, რომ შემოუთვალე უნდა დაგიჭიროო და შენი და შენი კორუმპირებული ქოცხროვის ლუსტრაციისთვის ჩამოვიდა საქართველოში.
როცა უკვე ცნობილია რა გადაწყვეტილებას გამოიტანს მოსამართლე, ჩალის ფასად არ ღირს შენი ფარული მმართველობა. ბოლომდე შეგისრულა და გაგაბახა. დადგმულ სასამართლოზე, უფრო სწორად უნიჭო სპექტაკლზე არ მოვიდა. მის მომხრეებს და გვერდში მდგომ ადამიანებს თბილი სიტყვებით მოეფერა და უთხრა ის, რისიც ყველაზე მეტად გეშინია. შენი დღეები დათვლილია. აუცილებლად ნახავს მთელი საქართველო შენს ნაცრისფერ სახეს.
ბრძოლა ახლა იწყება!
#თავისუფლებაპოლიტპატიმრებს!
#ირაკლიპოლიტპატიმარია!”-წერს ჩალაგაშვილი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია