გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ნინო წილოსანის 6 გამორჩეული ციტატა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 სექტემბერი 2019

პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატი, ნინო წილოსანი აქტიურობით გამოირჩევა როგორც პარლამენტში, ისე ფეისბუქზე. მისი პოსტები თუ განცხადებები ხშირად ხდება ყველაზე ნახვადი და გაზიარებადი ახალი ამბები. On.ge-მ დეპუტატის 6 გამორჩეული ციტატა შეკრიბა.

გაუქმებული კომისიის კიდევ ერთხელ გაუქმების მოთხოვნა

"პრეზიდენტის მიერ ახალგაზრდა ბიჭისა და პოლიციელის მკვლელების შეწყალება პირადად ჩემთვის გაუგებარი და შეურაცხმყოფელია. თუ მათი შეწყალებისას შეცდომა იქნა დაშვებული, დაუყოვნებლივ უნდა დაითხოვოს ის (კომისია) ადამიანები, რომლის, მსუბუქად რომ ვთქვათ, დაუდევრობითაც მოხდა ეს და აუცილებლად უნდა განხორციელდეს ცვლილება შეწყალების წესის კანონმდებლობაში".

არ წავიდეს გიორგი გახარია

"ბოლო დროს მოსახლეობასთან ჩატარებული ექვსი შეხვედრიდან ექვსივე შეხვედრაზე მთხოვეს, [გიორგი გახარიასთვის] გადამეცა, არ წავიდესო".

ახალგაზრდობა, როგორც პრიორიტეტი

"ჩვენი ახალგაზრდობა ჩვენი არა მარტო მომავალი, არამედ რეალობაა".

აკაკი ზოიძის მხარდაჭერა

"სანამ კაკისთვის ტალახის სროლას გადაწყვეტთ, სარკეში ჩაიხედეთ და თავად მოიშორეთ დიდძალი ნეხვი, რომელშიც ასე ღრმად ხართ ჩაფლული, იქნებ ნაკლებ შეგაწუხოთ სუნმა".

ბოდიში

"ვიღებ ბოდიშებს ყველა იმ ადამიანისგან ვინც ამბობდა, რომ ნიკა მელიას დაპტიმრებას დაუჭირა მხარი პარლამენტმა".

ჩადებების არასისტემური ხასიათი

"მე დარწმუნებული ვარ, რომ ამას [ჩადებებს] სისტემური ხასიათი არ აქვს. თუმცა, ნებისმიერი გადაცდომის შემთხვევაში დიდი იმედი მაქვს სათანადო რეაგირება მოჰყვება. ამას ვგმობ, ისევე როგორც ჩვენი გუნდის ყველა წევრი".

 

on.ge

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია