სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ვალეს ბაღის თანამშრომლები ამბობენ, რომ წინასაარჩევნოდ ზეწოლის მიზნით მათ გათავისუფლების შესახებ ბრძანებებზე ხელი მოაწერინეს, ბაღების გაერთიანებაში კი ირწმუნებიან, რომ დოკუმენტი საორგანიზაციო ცვლილებებს ეხებოდა. ამიტომ მერიიდან წერილობით ის დოკუმენტი გამოვითხოვეთ, რომელზეც თანამშრომლებს ხელი მოაწერინეს, თუმცა ვერ მივიღეთ.

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 ნოემბერი 2018
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიიდან დღეს, 19 ნოემბერს, მიღებულ წერილში წერია, რომ „მერიაში არ ინახება ვალეს საბავშო ბაღის თანამშრომლების ხელმოწერები, მოსალოდნელი საორგანიზაციო ცვლილებების გაცნობასთან დაკავშირებით“.„ინფორმაციის წერილობით გამოთხოვა ნიშნავს იმას, რომ თვითმმართველობას აქვს ათდღიანი ვადა ინფორმაციის მოსაძიებლად და პასუხის გასაცემად. არ აქვს მნიშვნელობა ეს დოკუმენტი ვალის ბაღში ინახება, თუ ბაღების გაერთიანებაში, მერიას უნდა მოეძიებინა და მოეცა“, – ამბობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი ქეთი ბებიაშვილი. იურისტის თქმით, ბაღებში ცვლილებების დოკუმენტს, ოფიციალური გამოთხოვა არც სჭირდებოდა, რადგან ის საჯარო ინფორმაციაა და მუნიციპალიტეტმა ისეც უნდა გაასაჯაროვოს: „ეს ყველაფერი ბადებს ეჭვებს, რომ მართლაც შესაძლოა თანამშრომლებზე წინასაარჩევნოდ ზეწოლა განხორციელდა და გათავისუფლების ბრძანებებზე მოაწერინეს ხელი“.შეგახსენებთ, რომ „სამხრეთის კარიბჭესთან“ ვალის ბაღის თანამშრომლები აცხადებდნენ, რომ გათავისუფლების ბრძანებებზე ხელი მოაწერინეს და არჩევნების მეორე ტურზე ზურაბიშვილის მხარდაჭერა დაავალეს. ამას კატეგორიულად უარყოფენ ვალეს ბაღის მენეჯერი და ბაღების გაერთიანების დირექტორი. მათი თქმით, თანამშრომლებმა დოკუმენტს ხელი ნამდვილად მოაწერეს, თუმცა ის მხოლოდ შიდა ცვლილებებს ეხებოდა. [ლუბა გიორგაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია