კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სოფელ ბოდბისხევში პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით 83 წლის მამაკაცი დააკავეს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 სექტემბერი 2019

სოფელ ბოდბისხევში სამართალდამცავების ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით 83 წლის მამაკაცი დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით,  ხანდაზმული მამაკაცის შვილი, რომელსაც თან იარაღი ჰქონდა, სამართალდამცველებს არ დაემორჩილა და სახლში მიმალვა სცადა, ადგილზე პოლიციის მისვლის შემდეგ კი მამაკაცმა და მისმა 83 წლის მამამ სამართალდამცველებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

დაშავებული სამართალდამცველები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სხეულის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ 83 წლის მამაკაცი დაკავებულია, მის შვილს კი ეძებენ.

შსს-ს ინფორმაციითვე, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს 253 პრიმა მუხლით. ასევე, 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამართალდამცავებზე თავდასხმას გულისხმობს. გამოძიება ასევე მიმდინარეობს 236-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია